“ტრამპ თაუერი” თბილისში – ონლაინ კაზინოების თაღლითური ქსელი და რუსული კავშირები.

ჟურნალისტი: მარიკა დუდუნია ; რედაქტორი: მაია მეცხვარიშვილი
Divider dot 7 ივლისი 2026

თბილისში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, რომელიც დღემდე “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის საკუთრებაშია, დეველოპერების ჯგუფი “ტრამპ თაუერის” აშენებას აპირებს. მათ შორისაა ონლაინ კაზინოების თაღლითურ საერთაშორისო ქსელთან დაკავშირებული კომპანია. “მონიტორის” ამ ჟურნალისტური გამოძიებიდან კიდევ ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებთ “ტრამპ თაუერზე”, მათ შორის იმასაც, თუ რა კავშირი აქვს ამ პროექტის მონაწილეებს რუსეთთან.

“ტრამპ თაუერი თბილისის” პროექტი
“ტრამპ თაუერი თბილისის” პროექტი

სწორედ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით უნდა აშენდეს თბილისში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 70-სართულიანი ცათამბჯენი – “ტრამპ თაუერი”.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაახლოებით 50 ჰექტარი მიწა ბიძინა ივანიშვილის კომპანია “ინვესტ კაპიტალმა” 2009 წელს იყიდა. 2013 წლის აპრილში ივანიშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ 52 მილიონი გადაიხადა იპოდრომის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებში, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენებას აპირებდა.

2020 წელს ივანიშვილის კომპანიამ ეს ნაკვეთები დაანაწევრა. იმავე წლის ივნისში კი 35 ჰექტარზე მეტი ფართობის ნაკვეთები “ინვესტ კაპიტალმა”, ასევე, ივანიშვილთან დაკავშირებულ საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” მიყიდა დაახლოებით 50 მილიონ ლარად. იმავე წლის ოქტომბერში “ქართუმ” ეს ნაკვეთები თბილისის მერიას გადასცა – ცენტრალური პარკის მოსაწყობად. მაშინვე “ქართუს” დირექტორმა განაცხადა, რომ მათივე ფონდი დაფარავდა პარკის მშენებლობის ხარჯებს, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს.

ბიზნესის პარალელურად, საპირები ტრამპის ოჯახს სხვა მხრივაც დაუახლოვდნენ. საპირის ქალიშვილის – ზინა საპირისა და როტემ როზენისგრანდიოზული ქორწილი 2007 წელს ტრამპის პირად რეზიდენციაში, Mar-a-Lago-ში ჩატარდა. ამასთან, მათი შვილის წინადაცვეთის ცერემონიაზე მიწვეული სტუმრების სიაში იყვნენ დონალდ ტრამპი და მისი სიძე – ჯარედ კუშნერი [ტრამპის ქალიშვილის – ივანკა ტრამპის მეუღლე].