Taureeee
ბოლო დროს ქართულ ბიზნესგამოცემებში გავრცელებული ამ ნიუსებიდან ვიგებთ, რომ დეველოპერული კომპანია “აპკო” არა ერთ მსხვილ სამშენებლო პროექტს ახორციელებს ქვეყანაში.
“მონიტორმა” შეისწავლა და გაჩვენებთ, თუ რა აკავშირებს მსხვილ ქართულ სამშენებლო პროექტებს ევროპაში მოქმედი არალიცენზირებული ონლაინ კაზინოების ქსელთან.
“Gamstop”-ი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ მოქალაქეებს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების კონტროლში ეხმარება.
პლატფორმის ცნობით, მათი მომხმარებელი ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია – ზოგმა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების დაძლევა შეძლო, ზოგმა კი გარკვეული დროით პაუზა აიღო, რომ ფულის დაგროვება და სხვა საკითხებზე ფოკუსირება მოეხერხებინათ.
პლატფორმა ასე მუშაობს:
თუ პირი Gamstop-ში დარეგისტრირდება, მისთვის მინიმუმ 6 თვით და მაქსიმუმ 5 წლით იბლოკება გაერთიანებულ სამეფოში ლიცენზირებული აზარტული თამაშების კომპანიების ონლაინ ანგარიშები.
გასული წლის დეკემბერში ბრიტანულმა გამოცემა “The Guardian”-მა სტატია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 36 წლის ოლი ლონგმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გამოცემის ცნობით, ოლი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ებრძოდა და “Gamstop”-შიც დარეგისტრირდა, თუმცა
